მოსვენებას ვკარგავ, ვგრძნობ სისხლი როგორ მიდუღს და სადაცაა ორთქლმავალივით კივილს დაიწყებს ჩემი ყურები, ისე, როგორც მულტფილმებშია.
იკივლებს და შემდეგ კივილს მელოდიის რითმს ააყოლებს.
ერთი ორი სამი… ერთი ორი სამი…
ნაბიჯი წინ, ნაბიჯი მარჯვნივ, პარტნიორს მიყევი…
ჩრდილები ცეკვავენ.
გიტარა ლამაზად ახვევს აკორდებს.
აივნიდან გადმომდგარი შავგვრემანი, ხუჭუჭა, ესპანელი ქალი თმაში წითელ ორქიდეას ისწორებს.
მზის სხივი სხეულის თითოეულ ნაკვთს აშუქებს.
გიტარისტის წინ, ასფალტზე, ქალის ჩრდილი ცეკვავს… ვნებიანად… გამალებით…
ხელის ერთი მოძრაობა ზემოთ, მარჯვნივ… მეორე ქვემოთ, მარცხნივ…
კაბა ირხევა ქარის დაბერვაზე, ქალის სილუეტს იმეორებს…
სიმები იხლართება და სანოტო რვეულზე რითმულ ზიგზაგებს ხატავს.
ჩრდილი აკორდებს მიყვება, რითმულად, ფეხის აწყობით…
ნაბიჯი წინ, ნაბიჯი უკან…
ერთი ორი სამი… ერთი ორი სამი…
რითმი სისხლში დუღს, მოსვენებას გიკარგავს.
აკორდები ისევ იხვევა სიმებში.
მზე სახლს ეფარება.
ჩრდილი ნელ-ნელა ჩერდება და იმალება.
ქალი შავ თმაში წითელ ორქიდეას იმაგრებს…
აკორდები თმაში იკარგება…
ერთი ორი სამი… ერთო ორი სამი…
ნაბიჯი წინ, ნაბიჯი წინ…
ასფლატზე ბოლო აკორდი ცეკვავს…
No comments:
Post a Comment